NDI კვლევის პოლიტიკურ ნაწილს ასაჯაროვებს

NDI – აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი კვლევის პოლიტიკურ ნაწილს ასაჯაროვებს.  როგორც ცნობილია, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისი-6 ივლისის პერიოდში, საქართველო მასშტაბით, 4,113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI გამოკითხვების მიხედვით, კითხვაზე-ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტია მისცემდით ხმას?  “ქართულ ოცნებას” 17% აქვს.

გამოკითხულთა 13% ხმას “ნაციონალურ მოძრაობას” მისცემდა,” ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის” 4%, “პატრიოტთა ალიანსი” 3%.

გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს გამოკითხულთა 38%, სხვა პოლიტიკური გაერთიანებები – 7%. ხოლო კითვაზე პასუხი არ გასცა 14%-მა, არც ერთ პარტია არ მისცემდა ხმას გამოკითხულთა 5%.

კითხვაზე, რომელ პარტიას არასოდეს მისცემდით ხმას? NDI-ს კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 21% ასახელებს “ნაციონალურ მოძრაობას”, არ იცის 21-მა %-მა, 19% კი არასდროს მისცემდა ხმას პარტია “ქართული ოცნება დემოკრატიულ საქართველოს”

კითხვაზე – რომელი პარტია დგას თქვენ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?  შედეგები ასე გადანაწილდა: “ქართული ოცნება” – 19%, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”- 15%, არ იცის – 10%-მა. მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისათვის” ყველაზე ახლოს დგას გამოკითხულთა 5%-ისთვის, “პატრიოტთა ალიანსი” – ასევე 5%-თთან. “თავისუფალი დემოკრატები” – 4%-თთან, “ლეიბორისტული პარტია” – ასევე 4%-თან, ხოლო სხვა პარტიები 6 %-თან. გამოკითხულთა 27%-ის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პოლიტიკური პარტია არ დგას.

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 32% იმ ამომრჩევლებიდან, რომლებიც არჩევნებზე წასვლას გეგმავენ, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, ხოლო 26% – “ნაციონალურ მოძრაობას“.

გამოკითხულთა 10%-მა პასუხზე უარი განაცხადა,

7% – “პატრიოტთა ალიანსს” მისცემდა ხმას;

6% – არ ვიცი;

6%-“სახელმწიფო ხალხისათვის;

2% – არც ერთ პარტიას, ხოლო სხვა პარტიებს გამოკითხულთა 11 % მისცემდა ხმას.

კომენტარის დატოვება