ამომრჩეველთა ნაწილმა არ იცის რომელ რიცხვშია არჩევნები, არ იცნობს კანდიდატებს და არც მოქმედ დეპუტატს

ზურა ხვიჩია

რა ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, რამდენად ინფორმირებულია საზოგადოება და არიან თუ არა ამომრჩევლები უკვე ჩამოყალიბებული არჩევანის გასაკეთებლად? ხალხის აზრის მოსასმენად ჩვენ ქუჩაში გავედით.

ნაძალადევის N9 საარჩევნო  ოლქში, ადგილობრივი თვითმართველობის  არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე მოსახლეობის უმრავლესობას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია თუ რა პროგრამები აქვთ პოლიტიკურ პარტიებს და რას თავაზობენ ისინი მათ.

ნაძალადევის  ამომრჩეველთა დიდმა ნაწილმა არ იცის თუ რომელ რიცხვშია არჩევნები და ვინ არიან მათი რაიონის კანდიდატები .

აღნიშნულ საკითხთან ჩატარებული გამოკითხვიდან ასევე იკვეთება ის ფაქტი ,რომ თითქმის  არავინ არ იცის თუ ვინ იყო მათი რაიონის დეპუტატი წინა წლებში .

რაც შეეხება ამომრჩევლის ჩართულობას მიმდინარე პროცესებში   ჩანს, რომ საზოგადოება ნაკლებად ინფორმირებულია და ბევრმა ზუსტად არც კი იცის , თუ რას ნიშნავს ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები .

ამ საკითხზე მე გავესაუბრე ერთერთ ამომრჩეველს ანი გიგაშვილს , როგორც იგი აცხადებს არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად აპირებს, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერს მხარს .

_ ზუსტად ნამდვილად არ ვიცი რომელ რიცხვშია არჩევნები , მაგრამ ვიცი რომ ოქტომბრის ბოლოს ჩატარდება , რაც შეეხება წინა დეპუტატს მას არც პირადად  ვიცნობ და არც სახელი ვიცი მისი.  ამ არჩევნებზე კი ვიცი, რომ ქართული ოცნებიდან კენჭს დავით ჭილაძე იყრის ჩემს უბანში , ევროპული საქართველოდან შოთა ქურდაძე ნაციონალური მოძრაობიდან კი მურმან თხელიძე სხვა პარტიებს რაც შეეხებათ მათი ბანერებიც კი არ შემიმჩნევია არსად – აცხადებს ანი გიგაშვილი.

გამოკითხვაში ასევე მონაწილეობა მიიღო გიორგი ლომთაძემ, რომლიც ამბობს ,რომ ჯერ გადაწყვეტილი ისიც კი არ აქვს მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, იგი იმედგაცრუებულია ხელისუფლების უუნარობით .

   -ყოველი არჩევნების წინ პოლიტიკოსები ამომრჩეველს აძლევენ უამრავ დაპირებას ცდილობენ ამით მათი კეთილგანწყობის მოპოვებას , რაც ხსირ შემთხვევაში ამართლებს კიდეც თუმცა რამდენად რეალურია ეს დაპირებები და რამდენად შესაძლებელია მათი შესრულება ამაზეარავინ ფიქრობს. მე ნამდვილად არ ვიცი ვინ არის  ჩემი უბნის დეპუტატი და აპირებს თუ არა იგი არჩევნებში მონაწილეობის მიღებას , რაც შეეხება თარიღს, თუ არ ვცდები 21 ოქტომბერს უნდა იყოს არჩევნები.

ასევე  ნაძალადევის რაიონის ამომრჩეველია სოფო კირთაძე, რომლის თქმითაც იგი აუცილებლად მივა არჩევნებზე და დააფიქსირებს საკუთარ აზრს , კანდიდატებს რაც შეეხება, როგორც მან გამოკითხვაში აღნიშნა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების  დეპუტატობის კანდიდატებს იცნობს .

  • არჩევნებზე ყოველთვის მივდივარ, რადგან მიმაჩნია რომ ეს ჩვენი ყველას ვალია ჩემი რაიონის ამჟამინდელი დეპუტატით კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ , მაგრამ იმედს არ ვკარგავ რომ ამ არჩევნებზე მაინც ავიღჩევთ ისეთ  ადამიანს რომელიც ჩვენი უბნის პრობლემებს და საჭიროებებს გულთან მიიტანს და შეძლებს რეალური საქმის გაკეთებას.

როგორც ზემოთ აღნიშნული გამოკითხვიდან ჩანს ამომრჩეველთა დიდი ნაწილი არ არის ინფორმირებული და ზუსტად არც კი იცის რომელ რიცხვშია არჩევნები.

საზოგადოება არ არის ჩართული მიმდინარე პროცესებში, რასაც  საბოლოოდ ის შედეგი მოაქვს , რომ სამწუხაროდ საკრებულოში ვიღებთ არაკომპეტენტურ დეპუტატებს.