ამ წუთებში ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ამ წუთებში სოფელ ფონიჭალაში ე.წ გიგანტის გადასახვევთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სასწრაფოს მანქანები. როგორც ჩვენი კორესპოდენტი ადგილიდან გვატყობინებს, დაშავებულები არ არიან.