„დილიჩის მიწებს თუ არ დაგვიბრუნებენ, „ოცნებას“ ხმას აღარ მივცემთ! – ზემო ქედის მოსახლეობის პროტესტი

თამილა გურაშვილი

ბლოგერი

დილიჩის მიწებს თუ არ დაგვიბრუნებენ, ჩვენ ოცნებას ხმას აღარ მივცემთ! – სოფელ ზემო ქედის მოსახლეობა

სოფელ ზემო ქედის მოსახლეობა 2011 წელს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაყიდული მიწების დაბრუნებას ითხოვს, “2011 წელს ეკონომიკის სამინისტრომ დილიჩის 1500 მდე ჰექტარი ჩამოგვართვა და შპს”ჯეო-აგროს” ჰექტარი 750 ლარად მიყიდა, ზოგს 49 წლიანი ხელშეკრულებები გაგვიუქმეს,ზოგს არენდა ქონდა, ზოგს კი მოხნულ-დათესილი წაართვეს, დიდი უსამართლობა მოხდა, ქედის მოსახლეობას ეგ მიწები გვქონდა საარსებო, რით უნდა ვარჩინოთ ოჯახები, ჩვენივე მიწები ჯეო-აგრომ ჰექტარი 120 ლარად მოგვაქირავა , არადა, ქირა 87 ლარი ღირს, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა”- ამბობს მიწის მეპატრონე, გელა ბუქური.

“1500 ჰექტრიდან, 4000 ჰექტრამდე შპს “ჯეო -აგრომ” საქართველოს ბანკს გადასცა ვალში,დღესაც არ ვიცით ვინ დგას ამ შპს-ს უკან, მოარული ხმებით ყაზახეთში მოღვაწე ბიზნესმენს ეკუთვნისო, მთელი სოფელი შევიკრიბეთ და რაიონის გამგებელს შევხვდით მოთხოვნით, რომ ეს მიწები გამოგვასყიდინონ, დეპუტატი, ირაკლი შიოლაშვილი იყო ჩამოსული ,რომელმაც გვითხრა , რომ , საქართელოს ბანკი თანახმაა ჰექტარი 1000 დოლარად გაყიდოსო, თუშ ფერმერ , ძმებს ცაძიკაძეებს გამოუთქვიათ მზაობა ასევე ჰექტარის 1000 დოლარად შესყიდვის, ჩვენ ამდენი ფული არ გვაქვს ,რომ გადავიხადოთ ,როგორც ვიცით ახალი კანონი შემოდის, რომლის საფუძველზე ბანკს აქვს უფლება ,რომ უცხოელზე გაყიდოს მიწები, იქნებ უცხოელებსაც მიასყიდონ ძვირად!

მთელი სოფელი ფეხზე ვდგავართ, დილიჩაშიც ჩავედით, იქ დაცვა დგას, დაცვამ პოლიცია გამოიძახა, მაგრამ ჩვენ მაინც შევედით და გავასუფთავეთ ნაკვეთები, ზედ შევაკვდებით და ჩვენს მიწებს არ გავაყიდინებთ!

თუ ხელისუფლება არ დაგვეხმარება, ჩვენ არჩევნებზე ხმას აღარ მივცემთ ოცნებას”– ამბობს ზაზა გაგაძე.

სოფლის გამგებელი, ბეჟან სუხაშვილი ამბობს, რომ დილიჩაში თვითონაც აქვს ნაკვეთი-” რაიონის ხელმძღვანელობა ყველანაირად გვერდში გვიდგას, შევხვდით საქართელოს ბანკის წარმომადგენლებსაც, ვცდილობთ მოვაგვართ საკითხი”.

როგორც გვახსოვს, ოცნების წინასაარჩევნო დაპირება იყო უკანონოდ ჩამორთმეული მიწების გამოსყიდვა და დაბრუნება, სოფელ ზემო ქედის და საერთოდ საზღრისპირა სოფლების მოსახლეობის უმეტესობას ჩამორთმეული აქვთ მიწები.

კიდევ ერთი ცრუ დაპირების გამო , რომელიც სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი არის სოფლისთვის, პროტესტი მატულობს მოსახლეობაში, ხოლო, ხელისუფლების ხმების რაოდენობა თავისთავად დაიკლებს ამ არჩევნებზე.