სასიამოვნო ინფორმაცია – ქართველების პირველი ადგილი „ევროპულ კავეენზე“-ვულოცავთ!

სასიამოვნო ინფორმაცია მივიღეთ ლატვიიის დედაქალიდან.  დასრულდა „კავეენის“ საერთაშორისო ტურნირი სადაც საქართველოს „კავეენის“ ნაკრებმა მორიგ წარმატებას მიაღწია. კონკურსზე, რომელსაც ოფიციალურად „რიგის მერის თასი“ ეწოდება ქართულმა გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა.

კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, რომ ლატვია ევროკავშირის და „ნატოს“ წევრი ქვეყანაა და ნარატივი იმის შესახებ, რომ „კავეენს მხოლოდ რუსები თამაშობენ“ – უკვე თვალსა და ხელს შუა იმსხვრევა. ხსნეებულ კონკურსშიც ისრაელიდან, ბრიტანეთიდან და გერმანიიდან ჩასული გუნდებიც კი იღებდნენ მონაწილეობას.

აქვე შეგახსენებთ, რომ ქართულ გუნდს უკვე მოპოვებული აქვს  „კავეენის“ უმაღლესი ლიგის ნახევარფინალის საგზური და გუნდის წევრები ოქტომბერში მოსკოვში გასამგზავრებლად ემზადებიან. იმედს გამოვთქვამთ რომ გუნდი მოაგვარებს გარკვეულ ფინანსურ პრობლემებს და ქართველებს უმაღლესი ლიგის ფინალშიც ვიხილავთ.

ვულოცავთ საქართველოს „კავეენის“ ნაკრებს მორიგ წარმატებას და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალშიც.