“მერობის კანდიდატებს – ნუ გვთვლით განუვითარებელ მასად!..”

ამირან სალუქვაძე

ბრიგადის გენერალი

-მოგიწოდებთ მერობის კანდიდატებს:
ნუ გვთვლით განუვითარებელ მასად. ვაანალიზებთ რაღაც-რაღაცაებს. ეს მოკლევადიანი აჟიოტაჟები უკან ცუდად გიბრუნდებათ,  ასევე ნუ ატერორებთ მოსახლეობას. ხალხს შეზიზღდა არჩევნები, ეს რევოლუციური ყიჟინა, ზიზღი, იაფფასიანი ტრიუკები.
სხვათაშორის გუშინდელი საცობების გამო მთელი ფბ ილანძღებოდა.
პროგრამები დადეთ!
არ ვიღებ ლოზუნგებს: “ეს უნდა გაკეთდეს”, “ის უნდა გამოსწორდეს” და ა.შ. კონკრეტული ვრცელი დეტალური პროგრამა, რომლებშიც მიახლოებითი ბიუჯეტიც კი უნდა იყოს გაწერილი, რას როგორ დააფინანსებთ და ა.შ.
იცით, რომ სრულყოფილი პროგრამა დაახლოებით 80-100 გვერდი უნდა იყოს, წყალის და სადღეგრძელოების გარეშე?

მოკლედ, აღარ ვაანალიზებ ამ სამი დღის მოვლენებს, ასევე იმ საკითხებს, თუ რის გამოც იყო ხმაური. თუმცა, თუ გაგრძელდება იგივე, უფლებას ვიტოვებ სრული ანალიზი მოგაწოდოთ.
უამრავი საკრიტიკო და სადებატო თემებია და ედებადეთ ხელისუფლებას. ნუ ეძებთ იოლ გზებს.
კიდევ ვამბობ, ჯერ კიდევ ველოდები პროგრამებს დეტალური გათვლებით და დასაბუთებებით
წარმოადგინეთ და მოგვეცით საშუალება, რომ 21 ოქტომბრამდე გავაანალიზოთ და შეფასებები დავდოთ, შევადაროთ ერთმანეთს.
ჯერ სარეკლამო კლიპებს ვუცქერი, რაც სულაც არაფერს ნიშნავს.

P.S. ერთმა პროდასავლურად მოაზრებულმა პოლიტიკოსმა გუშინ ბრძანა, რომ რად გვინდა ეს სასტუმროები, მდიდარი ხალხისთვისააო. რა კომენტარი უნდა დაწერო?