კახა ძაგანია: ბევრი სტუდენტია, რომელთაც არ შეუძლიათ სწავლის საფასურის გადახდა!

      “მემარცხენე ალიანსისლიდერები საბურთალოს რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში “მემარცხენე ალიანსის” ლიდერები კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე და არჩილ ბენიძე დღეს საბურთალოს რაიონის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს, ასევე გააცნეს მათ პარტიის საარჩევნო პროგრამა.

„წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „მემარცხენე ალიანსი“ ვაგრძელებთ შეხვედრას ამომრჩეველთან, მოსახლეობასთან, ვაცნობთ ჩვენს საარჩევნო პროგრამას, ვისმენთ მათგან არსებული პრობლემების შესახებ, რომელიც პრაქტიკულად ერთი და იგივეა მთელი თბილისის მასშტაბით. მაგალითად, აქაც პრობლემებია საბავშო ბაღში რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რადგან არაა საკმარისი საბავშო ბაღები, მრავალი ოჯახისთვის შეუძლებელია ბავშვის ბაღში მიყვანა; განათლების კუთხით, ბევრი სტუდენტია, რომელთაც არ შეუძლიათ სწავლის საფასურის გადახდა და განთავისუფლებულნი არიან უმაღლესი სასწავლებლებიდან; უამრავ ადამიანს იპოთეკით აქვთ დატვირთული თავიანთი ბინები და ვერ იხდიან გადასახადებს მიკროსაფინანსო ბანკებში და მრავალი სხვა პრობლემა. ჩვენს პროგრამაში ზუსტად, ჯეროვნად არის გაწერილი ყველა ამ პრობლემატიკურ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენ შევეცდებით, ჩვენმა დეპუტაციამ, რომელიც აუცილებლად მოხვდება საქართველოს პარლამენტში, ზუსტად ამ საკითხებზე იმუშაოს ამომრჩეველთან ერთად.

„ჩვენი თავნი ჩვენადვე გვეყუდნოდეს“ – ეს არის „მემარცხენე ალიანსის“ ლოზუნგი და ამ ლოზუნგით ჩვენ საქართველოს პარლამენტში შევეცდებით მოსახლეობასთან და ამომრჩეველთან ერთად შევასრულოთ ის პროგრამა, რომელიც წარვუდგინეთ დღეს  საბურთალოს რაიონის მოსახლეობას“ – განაცხადა „მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარე კახა ძაგანიამ.

კომენტარის დატოვება