დღემდე მსგავსი ტიპის საჩივარი გენდერულ საბჭოს არ მიუღია

სალომე სამადაშვილმა გია ვოლსკის გენდერულ საბჭოში უჩივლა

როგორც საზოგადოებას ახსოვს, რამდენიმე დღის წინ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა სალომე სამადაშვილსა და გია ვოლკის შორის.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის შეკითხვა სამაშველო ოპერაციებისთვის საჭირო საავიაციო ტექნიკას ეხებოდა. სამადაშვილის გაღიზიანება გია ვოლსკის საპასუხო რეპლიკაში სიტყვა “გოგო”-ს გამოყენებას მოჰყვა, რის შემდეგად სამადაშვილმა საკომიტეტო მოსმენა დატოვა და განაცხადა, რომ პარლამენტში მუშაობა შეუძლებელი ხდება.

„პარალელურ რეჟიმში რა გაყვირებს, გოგო“, – მიმართა ვოლსკიმ სალომე სამადაშვილს.

„პარლამენტის წევრმა ცოტა მეტი ზრდილობა უნდა გამოიჩინოთ“, – განაცხადა ვოლსკიმ. სალომე სამადაშვილმა კი კომიტეტის დარბაზი დატოვა.

ინციდენტის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გიორგი ვოლსკის პარლამენტის გენდერულ საბჭოში უჩივლა. სამადაშვილმა მომზადებული საჩივარი პარლამენტის საქმისწარმოების დეპარტამნტში უკვე ჩააბარა, რის შემდეგაც დოკუმენტი გენდერულ საბჭოს გადაეცემა. საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დამრღვევ დეპუტატს შესაძლოა შენიშვნა მიეცეს.

“სამწუხაროდ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ბატონ ვოლსკის, როგორც ჩანს არ ესმის რას ნიშნავს გენდერულად დისკრიმინაციული ენის გამოყენება და კნინებითი ფორმით მიმართვა ქალი კოლეგებისთვის. სწორედ ამიტომ მე დღეს გენდერული თანასწორობის საბჭოს მივმართე, რომელიც მუშაობს პარლამენტში და მისი თავმჯდომარეა ქალბატონი თამარ ჩუგოშვილი. ამ საბჭომ უნდა განიხილოს ის ინციდენტი, რაც მოხდა 9 ოქტომბერს თავდაცვისა და უშოშროების კომიტეტის სხდომაზე და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ ამაზე. იმიტომ რომ ეს არის ძაიან მნიშვნელოვანი საკითხი არამხოლოდ იმ ქალებისთვის, ვისაც სურს პოლიტიკაში თანამონაწილეობა, არამედ ყველა ქალისთვის, ვინც პროფესიულ გარემოში თავი უნდა იგრძნოს დაცულად და უსაფრთხოდ და იცოდეს, რომ მის მიმართ გენდერული ნიშნით არასოდეს არავინ გამოიყენებს კნინებითი და დისკრიმინაციული ფორმის მიმართვებს”- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

აღასანიშნავია, რომ ქვეყნის საპარლამენტო ისტორიის განმავლობაში მსგავსი ტიპის საჩივარი გენდერულ საბჭოს არ მიუღია.