თურქეთში სიკვდილით დასჯის შემოღების საკითხი რეფერენდუმზე გავა

გერმანულ გაზეთთან Frankfurter Allgemeine Zeitung ინტერვიუში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ შესაძლებელია სიკვდილით დასჯის შემოღებაზე ქვეყანაში რეფერენდუმი ჩატარდეს.

მინისტრის თქმით, ეს ძალიან სერიოზული საკითხია და ემოციებით მოქმედება ან რაიმე გადაწყვეტილების მიღება სერიოზულ ზიანს მოუტანს ქვეყნის იმიჯს.

ჩავუშოგლუ ინტერვიუში ამბობს, რომ მთავრობა სეიკდილით დასჯის შემოღების საკითხის რეფერენდუმზე გატანაზე ფიქრობს, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილის განცხადებით, თუ ქვეყანაში დასჯის ეს ფორმა არ შემოიღეს, ამომრჩეველთა უმეტესობა სახელისუფლებო პარტიას.

კომენტარის დატოვება