“ვემიჯნები და არ ვიღებ მონაწილეობას მედიაცენტრის მუშაობაში”

ა(ა)იპი  ,, თავისუფალი არჩევანის“ თავმჯდომარე მანანა ბიწაძე-მიქელაძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

,,თავისუფალი არჩვანი” 2006 წლიდან დღემდე აქტიურად არის ჩართული საარჩევნო საკითხებში და ახორციელებს სადამკვირვებლო მისიას . თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.ორგანიზაციას მდიდარი საარჩევნო გამოცდილება აქვს იგი 2011-2012 წწ. მონაწილეობდა საარჩევნო სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომიისის მუშაობაში, კომისიის წევრისა და რეგიონალური სამსახურის წამყვანი სპეციალისტის დონეზე. 2013 წლიდან დღემდე არის საქართველოს აღმოსავლთ პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორმის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის I ჯგუფის წევრი და ამჯამად I ჯგუფის კოორდინატორი, ასევე იგი პლატფორმის ფორმატში შექმნილი საარჩევნო ქვეჯგუფის წევრია. ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს ცესკოსთან, არის ეთნიკური უმცირესობისა და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრი , მონაწილეობს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის ადვოკატირების კამპანიებში და ახორციელებს პროექტებს ამ მიმართულებით.

ა/წ 20 ოქტომბერს მიმიწვიეს ფურცელაძის 14-ში მდებარე ა(ა)იპის ,, ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსათვის” ოფისში, პრესკომფერენციაზე, სადაც გაჟღერდა საარჩევნო მედიაცენტრის ჩამოყალიბების შესახებ. შექმნილი გაუგებრობრობიდან გამომდინარე ვაზუსტებ, რომ ვემიჯნები ამ პროცესს , არ ვიღებ მონაწილეობას მედიაცენტრის მუშაობაში და ორგანიზაციის მიერ გამოვლენილი დარღვევების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას ვაწვდი პრესონალურ რეჟიმში.