სიტყვიერი დაპირისპირება #54 უბანზე

„ევროპული საქართველოს“ და „მემარცხენე ალიანსის“ წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია ალიანსის წარმომადგენლის რეგისტრატორთან ძალიან ახლოს ყოფნამ და ამომრჩევლის აღრიცხვამ.

„ევროპული საქართველოს“ დამკვირვებლის კითხვაზე რას წერს და აღრიცხავს მემარცხენე ალიანსის წარმომადგენელი, ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ „აინტერესებს რაღაც და ნახულობს“

-მაქვს უფლება, ცესკო-მაც განაცხადა, რომ მე კანონს არ ვარღვევ, დამანებეთ თავი“-მიმართა ალიანსის წარმომადგენელმა ევროპულ საქართველოს.