მმართველი გუნდი ცესკოს განცხადებას ელოდება

პრემიერმინისტრმა თვითმმართველობის არჩევნები შეაჯამა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი ცესკოს განცხადებას ელოდება.

“დღეს ამომრჩევლების უმრავლესობამ ხმა მისცა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ბოლო 5 წლის განმავლობაში გააკეთა ბევრი რამ საქართველოსთვის და წინ კიდევ უფრო მასშტაბური გეგმებია”- განაცხადა პრემიერმა.

კვირიკაშვილის თქმით, დღევანდელი არჩევნები დემოკრატიისკენ გადადგმული კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.