აშშ-ის ხუთმა ყოფილმა პრეზიდენტმა ქარიშხლების შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად 31 მილიონი დოლარი შეაგროვეს

აშშ-ის ხუთმა ყოფილმა პრეზიდენტმა ქარიშხლების შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად 31 მილიონი დოლარის შეგროვება შეძლო. შემომწირველთა რაოდენობამ 80 ათასს გადააჭარბა. როგორც გამოცემა The Hill იტყობინება, ჯორჯ ბუშ უფროსის, ჯორჯ ბუშ უმცროსის, ბილ კლინტონის, ჯიმი კარტერისა და ბარაკ ობამას მონაწილეობით გამართულ საქველმოქმედო საღამოზე შეგროვებული თანხა ტეხასის, ფლორიდის და კარიბის ზღვის რეგიონის მცხოვრებლების დასახმარებლად დაიხარჯება.

როგორც საქველმოქმედო საღამოს ორგანიზატორები ამბობენ, პრეზიდენტების ინიციატივით შეიქმნა სპეციალური ფონდი, რომელიც ქარიშხალ „ჰარვის“, „მარიას“ და „ირმას“ შედეგად დაზარალებულებისთვის დახმარების შეგროვებას მომავალაშიც განაგრძობს.

სამი დემოკრატ და ორ რესპუბლიკელ ყოფილ პრეზიდენტს შეუერთდა აშშ-ის მოქმედი ლიდერი დონლად ტრამპიც. დამსწრე საზოგადოებამ მის ვიდეომიმართვას მოუსმინა.

ტეხასში გამრთულ საღამოს ესწრებოდა ცნობილი ამერიკელი მომღერალი ლეიდი გაგაც.