მედვედევის განცხადება-ულტიმატუმი, რომელიც გამორჩათ ქართველ პოლიტიკოსებს!

ადგილობრივი თვითმმართველობის არცევნების დროს საქართველოს ხელისუფლებას, ოპოზიციას და არასამთავრობოებს გამორჩათ მედვედევის ის განცხადება, რომელიც საყურადღებოა და ამავე დროს საფრთხის შემცველი-მიიჩნევს ექსპერტი ვახტანგ მაისაია.

მაისაიამ haqqin.az-თან განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალმა ხელი შეუშალარუსეთისა და სომხეთის მისწრაფებას აფხაზეთიდან ტვირთის სასომხეთში საქართველოს გავლით გადატანას, თუმცა ექსპერტი აქვე დასძენს რომ 30 ოქტომბერს ახალი მაგისტრალის გახსნას ოფიციალური თბილისი დაესწრება და მიესალმება კიდეც, რადგან იმედოვნებს, რომ ამ მაგისტრალის წევრების თანამშრომლობა რაღაცნაირად მისცემს დასაწყისს რუსეთის მიერ სავაჭრო სივრცის გახსნას საქართველოსთვის.

-რკინიგზის მაგისტრალი მოსკოვი-სოხუმი-ერევანი უკვე 23 წელია აღარ ფუნქციონირებს. ამ თვეში ერევანში ვიზიტის დროს რუსეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ერევნის მონაწილეობა ЕАЭС პირდაპირ დამოკიდებულია გაჩერებული რკინიგზის აღდგენასთან. ანუ მედვედევმა იოლ ფორმებში ულტიმატუმი წაუყენა თბილისს,რომელმაც ამ თემის განხილვაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.სომხეთში კი იმედოვნებენ, რომ ამ პროექს ლობირებას მოსკოვი გაუწევს, საინტერესოა, რომ ქართველი პოლიტიკოსები ისე გაერთვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით, რომ რეაგირება არ ჰქონდათ მედვედევის სიტყვებზე,

მედვედევის განცხადება კი საკმაოდ ნიშანდობლივია და შეიცავს მუქარის ფაქტორს. რუსეთი დაინტერესებულია ЕЭАС-ის გაფართოებით და გადამწყვეტ მოქმედებებზეც წავა რათა გაიხსნას კორიდორი სომხეთში. სამწუხაროა, რომ თბილისი ამ მნიშვნელოვან საკითხში პოლიტიკურ პასიურობას იჩენს“-აცხადებს მაისაია.