კახეთში ტყის მასივი იწვის

კახეთში, თელავის რაიონის სოფელ ართანადან მოშორებით 10 კილომეტრში უკვე მეორე დღეა ტყის მასივს ცეცხლი უკიდია. მობილიზებულია სამაშველო სამსახურები, თუმცა მიუვალი ადგილების გამო სახანძრო მანქანები შემთხვევის ადგილამდე ვერ მიდიან, რომ ცეცხლის ლოკალიზება მოახდინონ.