მსოფლიოში უნიკალური სოფელი – ფარცხნალი – თუ არ გსმენიათ, გაეცანით!

მსოფლიოში უნიკალური სოფლის_ ფარცხნალის ცნობადობის გაზრდის თვალსაზრისით დიდი კამპანია იწყება.

უკვე მსოფლიომ იცის, რომ საქართველოში, ხარაგაულში, არსებობს უნიკალური სოფელი ფარცხნალი… ამის შესახებ ბევრი დაიწერა, უამრავი გადაცემა გაკეთდა, გამოიცა წიგნი, მოხდა პრეზენტაციები, მომზადდა ლიტერატურული სპექტაკლი, მაგრამ ვფიქრობ, რომ საზოგადოების კიდევ მეტი ინფორმირებაა საჭირო ამ კუთხით. … ამ საკითხზე ბევრი კარგი ქართველი ფიქრობს…მათ შორის გახლავთ გამორჩეული ხარაგაულელი, ლამაზ და ტრადიციულ ოჯახში აღზრდილი, ფესვებით ფარცხნალელი, ამჟამად საქართველოს საზღვრებს გარეთ მოღვაწე _ გელა ბუაჩიძე…მისი შემწეობით საქართველოს 2 მუნიციპალიტეტს _ ზესტაფონს და ხაშურს გადაეცემა წიგნები ” ფარცხნალი კორიფეთა სამკვიდრო”…

ვფიქრობთ, რომ კვლავაც გამოჩნდებიან ადამიანები, კარგი ქართველები, რომლებიც ასევე საქართველოს სხვა რეგიონებისთვისაც ისურვებენ ამ უნიკალური სოფლის გაცნობას…ეს სოფელი გახლავთ მაგალითი იმისა, რომ სოფელზე იდგა ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალი და რომ სოფლელობა პროვინციალიზმს არ ნიშნავს….
მადლობა ბატონ გელას კარგი ქართველობისთვის, კარგი მამულიშვილობისთვის…

ვინც ჯერ კიდევ არ იცის ამ უნიკალური სოფლის შესახებ : ერთმა პატარა იმერულმა სოფელმა აღზარდა 5 აკადემიკოსი, 40 ზე მეტი პროფესორი, კულტურის, მეცნიერების, ხელოვნების უთვალსაჩინოესი წარმომადგენლები. ამ სოფლის მკვიდრებმა სათავე დაუდეს საქართველოში მანამდე არარსებულ 7 მეცნიერებას, სოფლის 8 მკვიდრი პანთეონის ბინადარია.