2017 წელი ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წელია – 180 წლისთავი (ვიდეო)

ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილე.

ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, პოეტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე დაიბადა 1837 წლის 8 ნოემბერს. შერაცხულია წმინდანად, სახელით წმინდა ილია მართალი.

ილია ჭავჭავაძის 180 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით საგურამოში, ილიას მუზეუმსა და ეზოში ხვალ, 8 ნოემბერს სახალხო დღესასწაული აღინიშნება.

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, მოქალაქეებს თბილისიდან საგურამოს მიმართულებით და პირიქით უფასო სამგზავრო ავტობუსები მოემსახურება.

ავტობუსები საგურამოს მიმართულებით დღის განმავლობაში 2-ჯერ – 13:00 საათსა და 18:30 საათზე გავა.

2017 წელი ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წელია. მისი დაბადებიდან 180 წელი აღინიშნება, ხოლო მკვლელობიდან 110 წელი შესრულდა.