გერმანიაში ბიჭს შარვალში გველი უპოვეს

გერმანიის ქალაქ დარმშტადში პოლიციამ დააკავა 19 წლის ახალგზარდა, რომელსაც 35 სანტიმეტრის სიგრძის გველი ყავდა შარვალში დამალული. ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს ინფორმაციას.

შემთხვევის ადგილას სამართალდამცველებმა ყურადღება გაამახვილეს მოზარდზე, რომელსაც ქამრის ადგილი მნიშვნელოვნად გამობერილი ჰქონდა. დაკავებისას ახალგაზრდამ აღიარა, რომ შარვლით ქვეწარმავალს ატარებდა. აღმოჩნდა, რომ ბიჭს ტანსაცმლის ქვეშ მართლაც ჰყავდა 35 სანტიმენტრიანი სამეფო პითონი. პოლიციელებმა მოზარდს გველი წაართვეს. ამჟამად მიმდინარეობს მოკვლევა, ვის ეკუთვნის რეპტილია და დაარღვია თუ არა ბიჭმა ცხოველთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი.