სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მეტ დაფინანსებას ენმ იღებს

საზოგადოების ერთი ნაილი პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებას ითხოვს, მათი თქმით პარტიები სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდნენ.

ცესკო-ს ოფიციალური მონაცემებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მეტ დაფინანსებას “ნაციონალური მოძრაობა” იღებს – 2 526 395 ლარს.

“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა – 1 470 484 ლარს, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – 1 029 798 ლარს.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაფინანსებას 20 კვალიფიციური სუბიექტი იღებს.

ადგილობრივი არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ცესკო-ს თავმჯდომარე ახალ განკარგულებას გამოსცემს.