“ქართულ მარშს! მეგობრებო, ეგრე არ გამოვა!”

დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრისდამფუძნებელი ოთარ ფანქულაია “ქართულ მარშს” საჯაროდ მიმართავს და ურჩევს გადააფასონ საკუთარი მიდგომები და თავად მიიღონ შესაბამისი ზომები.

ქართულ მარშს!
მეგობრებო, ეგრე არ გამოვა!

ყველას ცალ-ცალკე სტატუსებზე ვერ გაგწვდებით, ამიტომ საკუთარ გვერდზე მოგახსენებთ არა ჩასაფრებით, არამედ ღიად, როგორც ეროვნული საქმის გულშემატკივარი..

თქვენ ბევრი კარგი საქმის შემოქმედნი ბრძანდებით (მიწის უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვა, არალეგალების დეპორტაცია, ლგბტ უზნეობის პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა), გამოაფხიზლეთ საზოგადოება, თქვენი სახით შეიქმნა ძალა, რომელსაც სოროსისტები ანგარიშს უწევენ, მაგრამ ყოველი აქციის შემდეგ თავის მართლების რეჟიმში ყოფნა უკვე გამოუსწორებელ ჩვევაში გადაგდით.

ჩემთვის და ბევრი ჩემი მეგობრისთვის ეს მოსაბეზრებელი და დამღლელი გახდა.

პატივს ვცემ ს.ბრეგაძეს მისი მებრძოლი, წესიერი და პატრიოტი ნატურის გამო, მაგრამ არ მესმის, უსასრულოდ რატომ უნდა იბოდიშოს ამ კაცმა სხვათა გულისამრევი საქციელის გამო? რომელი ქართული ტრადიცია იწონებს თავხედობას და უზრდელობას? ვინ დაადგინა რომ უშვერი გინება ამშვენებს ვაჟკაცს? ვინ თქვა, რომ სხვისი ნაგავი ნაგავია, ხოლო თქვენი ნაგავი არ ყარს? ვინმემ გაიძულათ ამ ნაგავის გამოფენა?
ეგრე არ გამოვა!

ერთი წამით წარმოვიდგინოთ რომ თქვენ მოხვედით ხელისუფლებაში.. რას გვთავაზობთ? ვის გვთავაზობთ? ქაოსს? რადიკალიზმს? ნეოფაშისტთა პარპაშს?

ქართული ტრადიციულად კონსერვატიული და ზომიერი საზოგადოებისთვის ასეთი პერსპექტივა სრულიად მიუღებელია!

უნდა გააცნობიეროთ რომ თქვენს გამოთქმებს ისმენენ, კომენტარებს კითხულობენ ბავშვები, ქალბატონები, მოხუცები! მათ წარმოდგენაში ეროვნული საქმე სრულიად დისკრედიტირდება და ნიველირდება! ერთეულების გამო!

რჩევას ვერ მოგცემთ. თავად გადააფასეთ საკუთარი მიდგომები და თავად მიიღეთ შესაბამისი ზომები.
დატოვეთ სივრცე ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებში ფართო საზოგადოებასთან თანამშრომლობისთვის!