არ გამოტოვოთ შანსი! მომავალ სპიკერთა (პრეზენტატორთა) სკოლა 2017 დაიწყო!

დათო დოლიძე

ზურა ხვიჩია

მომავალ სპიკერთა (პრეზენტატორთა) სკოლა 2017/ Future Public Speakers’ School 2017 უკვე დაიწყო. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური პროექტი საქართველოს მასშტაბით, რომელიც საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს განავითარონ სპიკერის უნარ-ჩვევები, დაეუფლონ საჯარო გამოსვლების ხელოვნებას, აუდიტორიასთან მუშაობას, შეისწავლონ და წარმოაჩინონ მათთვის საინტერესო საკითხები და გაუზიარონ თავიანთი ხედვა საზოგადოებას.

პროექტი გაგრძელდება 4 კვირის განმავლობაში თბილისის ღია უნივერსიტეტში. გამოცდილი ხელმძღვანელები ფსიქოლოგებთან ერთად იზრუნებენ პროექტის აკადემიურ მხარესა და მონაწილეებში სპიკერის უნარ-ჩვევების განვითარებაზე .
პროექტის განმავლობაში მონაწილეები ნაწილდებიან ჯგუფებში. სულ წარმოდგენილი იქნება 8 სამუშაო ჯგუფი, რომელშიც მონაწილეები დაიყოფიან წყვილებად. თითოეული ჯგუფიდან კვირის ბოლოს პრეზენტაციას გააკეთებს 1 წყვილი ( წყვილები არ მეორდება).

ყოველ კვირაში მონაწილეებისთვის გაიმართება 3 შეხვედრა (კვირის დღეებში 2 სთ-იანი შეხვედრა ჯგუფისთვის სასურველ დროს, ხოლო კვირა დღეს პრეზენტაციებს დაეთმობა 3 სთ).

პროექტი პირობითად იყოფა 2 ნაწილად: 1. სასწავლო კურსის შინაარსისა და 2. კურსის ეფექტური ათვისებისათვის შესაბიმისი საპრეზენტაციო თემის მიხედვით.

I კვირა
შესავალი საჯარო გამოსვლის ხელოვნებაში

საპრეზენტაციო თემა : განათლება და კულტურა.

II კვირა
ტექნიკური საშუალების გავლენა აუდიტორიაზე; კომპიუტერული პროგრამები პრეზენტაციისთვის.

საპრეზენტაციო თემა : 21-ე საუკუნის გამოწვევები.

III კვირა
კომუნიკაციის ხელოვნების შესწავლა
• ეფექტური კომუნიკაციის მეთოდები;
• ურთიერთობის ბარიერები და მათი გადალახვის გზები; საუბრის ეფექტურად დაწყება;
• საუბრის მანერის დახვეწა (ხმის ტემბრი და სიმაღლე, ხმის ინტონაცია (თბილი, ცივი), ტემპი (მონოტნური, დინამიური) და ა.შ.;
• სიტყვებისა და ფრაზების მრავალჯერ გამეორების თავიდან აცილება;
• ერთი თემიდან მეორეზე ლოგიკურად გადასვლა;
• შესატყვისი ლექსიკის გამოყენება;
• ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის ხელის შემწყობი და ხელის შემშლელი ფაქტორები;
• ემოციების მართვა: შიში, ბრაზი, წყენა, შური, სტრესი და სხვა.

საპრეზენტაციო თემა: მედია და საზოგადოება.

IV კვირა
სხეულის (ჟესტების) ენა

საპრეზენტაციო თემა: პოლიტიკა, საზოგადოება და სამართალი.

ანოტაცია:
• სამუშაო ენა – ქართული
• ასაკობრივი ზღვარი – 14-30
• მონაწილეობის საფასური – 70 ლარი (პირს, რომელიც თავისი მიზეზით აღარ მიიღებს მონაწილეობას პროექტში, თანხა უკან არ უბრუნდება)
• საფასური ფარავს პროექტის მანძილზე : საკანცელარიო ნივთების , სამუშაო მასალების, კვების
, ბეიჯების, სამუშაო სივრცისა, ტრენინგების ორგანიზებისა და სერტიფიკატების ხარჯებს.
• პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
გარდა პროექტში მონაწილეობის ორენოვანი სერტიფიკატისა, მათ გადაეცემათ თითოეულ ტრენინგზე დასწრების სერტიფიკატი.
• მონაწილეები რეგიონებიდან მიიღებიან გასაუბრების გარეშე. STEP-ის გუნდი უზრუნველყოფს მათ ჩართულობას სამუშაო დღეებში Skype Call- ის საშუალებით.

სააპლიკაციო ბმული მონაწილეებისთვის:
https://goo.gl/QZKQ6u
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა 15 ნოემბერი

სააპლიკაციო ბმული მასმედიის წარმომადგენლებისთვის ( ფოტოგრაფი, ჟურნალისტი):
https://goo.gl/Pb1Tqr
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა 15 ნოემბერი

არ გამოტოვოთ შანსი გახდეთ უნიკალური პროექტის მონაწილე, გაიღრმავოთ ცოდნა და შექმნათ თქვენი მომავალი STEP-თან ერთად. პროექტი უზრუნველყოფილია როგორც აკადემიური, ასევე სოციალური კუთხით.

*იჩქარეთ, მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. გასაუბრებაზე დაბარება მოხდება ნაკადების მიხედვით.

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ Facebook გვერდზე:@step.org.ge ან ელ-ფოსტაზე : step.official@yahoo.com

ტელ: 598251125