სიახლე განათლების სფეროში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, პროფესიული და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობით, სკოლის მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარების პროგრამას ახორციელებს, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს მოსინჯონ სხვადასხვა პროფესია და შეიძინონ საჭირო საბაზო უნარები.

პროექტი სკოლის მოსწავლეებში პროფესიული განათლების პოპულარიზაციას ემსახურება. პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და მასში ამ ეტაპზე ჩართულები არიან საჯარო სკოლების VII, VIII და IX კლასის მოსწავლეები.