რეაგირება შენობების დემონტაჟთან ერთად ფულად ჯარიმასაც გულისხმობს

ჯერ კიდევ ნოემბერში თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ თბილისში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე აშენებული უნებართვო ნაგებობების დემონტაჟი დაიწყებოდა.

დღეს კი კაპანაძის ქუჩაზე, სადაც 8 უკანონო მშენებლობა მიმდინარეობს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი მერიის ზედამხედველობის სამსახურთან ერთად იმყოფებოდა.

ზურაბ ჩიკვილაძის განცხადებით, უკანონო მშენებლობების პრობლემა თბილისში და განსაკუთრებით კერძო ტიპის დასახლებებში ხშირია, რისი მოგვარებაც ეტაპობრივად დაიწყება.

თუკი მეპატრონეები თავად არ მოახდენენ შენობების დემონტაჟს, მერიის ზედამხედველობის სამსახური 5 დღის ვადაში მოახდენს რეაგირებას, რაც შენობების დემონტაჟთან ერთად ფულად ჯარიმასაც გულისხმობს.