“ხომ არ ვიმკით ერთი წლის წინ განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგებს?..”

ზუსტად ერთი წლის წინ, 2016 წლის დეკემბერში  სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში პროფორიენტაციისა და კარიერის მართვის სამმართველო და ფსიქოლოგიური სამმართველო გაუქმდა. მაშინ სააგენტოს რეორგანიზაციას შეწირული ადამიანები დაუკავშირდნენ და განაცხადეს, რომ პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამსახური და ფსიქოლოგიური ცენტრი მანდატურის სამსახურის ქუდის ქვეშ საპილოტე პროგრამით მოქმედებდა და საკმაოდ საჭირო სამუშაოს ასრულებდა, თუმცა აღნიშნული პროგრამის გაუქმება პოლიტიკურ ინტერესებს ეწირებოდა, რაც სავალალო შედეგებამ მიგვიყვანდა.

-„სამწუხაროდ, რასაც რესტრუქტურიზაცია სჭირდებოდა- ვგულისხმობთ მანდატურის სამსახურს, ხელიც არ მოკიდეს და ჩვენ, რომლებიც საუკეთესო საქმეს ვემსახურებოდით, გამოგვიშვეს! რეორგანიზაცია ნამდვილად ჭირდებოდა, მაგრამ არა ჩენს ხარჯზეადამიანების, ვინც თავდაუზოგავად ვშრომობდით და გულს და სულს ვდებდით საქმეში, ძალიან ბევრ სკოლაში წარმატებულად მიმდინარეობდა პროგრამა. ჩვენს გადამზადებულ მასწავლებლებს იტოვებს სამინისტრო და ისევ ჩაატარებენო გაკვეთილებს, მაგრამ როგორ და რა ხარისხით, ვინღა გააკონტროლებს, არ ვიცი, ისევე მიშვებული იქნება, როგორც სხვა დანარჩენი, ვითომ რომ ტარდება გაკვეთილები“-ამბობდნენ მაშინ გათავისუფლების ბრძანების მოლოდინში მყოფი ცენტრის თანამშრომლები.

მას მერე ერთი წელი გავიდა და ჩვენ ვხედავთ,რომ სკოლებში ისევ ბრუნდებიან ფსიქოლოგები, გამოდის „წრეზე ტრიალი“ ისევ აქტუალურია. დღეს უკვე გათავისუფლებული ადამიანები ცვენან საუბარში ისევ აცხადებენ, რომ რეორგანიზაცია ისე განხორციელდა, რომ  პილოტირება არ იყო დასრულებული, ალბათ მოხდება წინა წლების გადახედვაც და პასუხი გაეცემა კითხვას-  სამართლებრივად რამდენად იყო გამრთლებული პროგრამის შეჩერება?

გასათავისუფლებლად გამზადებული თანამშრომლების ნაწილი დღესაც მიიჩნევს, რომ ისინიც და მოსწავლეებზე მორგებული პროექტი მაღალი რანგის პოლიტიკოსების ინტერესებს შეეწირებიან. დღეს უკვე ხმამაღლა ამბობენ, ეს პროგრამა მარგველაშვილის სახელს უკავშირდებოდა, მისი ინიციატივით დაიწყო და სწორედ იმიტომ დახურეს პროგრამა .და თუ ეს ყველაფერი მართლაც საქართველოს პრეზიდენტს უკავშირდებოდა, ღირს დაფიქრებად-არის კი გამართლებული პოლიტიკურ ინტერესებს შეწირული დრო, რომელიც ჩვენი მომავალი თაობების ცხოვრებას წარმართავს?

-მტკივა ყველა მოზარდი, განვიცდი ჩემს ქვეყანაში დაშვებულ ყველა შეცდომას, მაგრამ ამ ცენტრის გაუქმება შეცდომაზე მეტი იყო, საკმაოდ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა და ჩვენს ცენტრებში მოზარდებთან დიდი კონტაქტი იყო. ნიშნისმოგებით არაფერს ვამბობ, მაგრამ ხომ არ ვიმკით ერთი წლის წინ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგებს?