კიევში მიხეილ სააკაშვილი დააკავეს

რამდენიმე წუთის წინ კიევში, საკუთარ სახლში საქართველოს ექსპრეზიდენტი დააკავეს. როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა განაცხადა უკრაინის კანონების თანახმად მოქალაქის ექსტრადაცია და დეპორტაცია აკრძალულია. ოდესის ყოფილი გუბერნატორის სახლთან ამ დრომდე მხარდამჭერები და სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული.