კადიროვის ქალიშვილმა ჩეჩნეთში ქალის ეროტიკული საცვლების მაღაზია გახსნა

ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის ქალიშვილმა ჩეჩნეთში ქალების ეროტიკული საცვლების და ინტიმური აქსესუარების მაღაზია გახსნა.

BBC-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ჩეჩნეთში სექსის თემას ტაბუ ადევს, მაღაზიას რეკლამა უკეთდება.

18 წლის აიშატ კადიროვას მაღაზია Lady A გროზნოს ცენტრში ნოემბრის ბოლოს საზეიმოდ გაიხსნა. მაღაზიის გარდა ის ისლამური მოდის სახლის Firdaws-ის მფლობელია.