სამოქალაქო სექტორის პეტიცია და საპასუხოდ საპროტესტო გამოსვლები

სამოქალაქო სექტორი საქართველოს პრეზიდენტს პეტიციით მიმართავს – “პრეზიდენტმა არ დანიშნოს ქორწინების შესახებ რეფერენდუმი”

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ გიორგი მარგველაშვილის მიერ რეფერენდუმის დანიშვნა წინააღმდეგობაში იქნება საქართველოს კონსტიტუციასთან.

  ნინო დანელია:

    მედიაექსპერტი

-“ხელოვნურად არის შემოტანილი სწორედ პრორუსული პროპაგანდისა და იმ ძალების მიერ, რომლებიც ხელს უწყობენ საქართველოში პრორუსული გავლენის გაზრდას. ხელისუფლება ცდილობს რეფერენდუმით არჩევნებზე ჰომოფობიური, აგრესიული, პრორუსულად განწყობილი ამომრჩეველი მოიყვანოს“.

განსხვავებული პოზიცია აქვთ საინიციატივო ჯგუფის წევრებს, რომლებიც რეფერენდუმის ჩატარების მომხრეები არიან. ჯგუფის წევრი სანდრო ბრეგაძე საპროტესტო გამოსვლებსაც არ გამორიცხავს. ის სპეციალურ განცხადებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

-„საგანგებო განცხადება !!!!!! ჩემო მეგობრებო !!! მოემზადეთ საპროტესტო გამოსვლებისთვის !!! ან ქართველი ერი ან ქართველთმოძულე არასამთავრობოები,ნაცები და მათი უცხოელი პატრონები !!! ბრძოლა გამარჯვებამდე !!! ჩვენ საინციატივო ჯგუფმა შეუძლებელი შევძელით,უსახსრობის,ტოტალური ზეწოლის,ინფორმაციული ბლოკადის მიუხედავად,შიშველი ხელებით დავამარცხეთ მტერი,ყველა იურიდიული პროცედურის გავლით და ნახევარი მილიონი საქართველოს მოქალაქის ხელმოწერით ბოლომდე მივიყვანეთ დაწყებული საქმე,ერთი ნაბიჯიღა დარჩა—პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს მამაკაცის მამაკაცზე დაქორწინების ამკრძალავი რეფერენდუმის დანიშვნას.დაწყებულია ტოტალური ზეწოლა პრეზიდენტზე,რომელსაც სათავეში უდგას გიგა ბოკერია და ნაციონალური მოძრაობა.ბევრი თქვენთაგანი მწერდა რიმ მზად არის თავი გაწიროს ამ საქმისთვის.აი დადგა მომენტი,ქუდზე კაცი,თუ ორშაბათამდე პრეზიდენტმა არ დანიშნა რეფერენდუმი,მაშინ ქართველმა ერმა თავად უნდა დანიშნოს რეფერენდუმი.ბრძოლა გამარჯვებამდე.ჩვენთან არს ღმერთი. !!!!!!!!!!“-წერს ბრეგაძე.

 

კომენტარის დატოვება