კახა კალაძე ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს

დღეს, თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ მეექვსე ეროვნული ასამბლეა გაიმართა, სადაც ასოციაციის პრეზიდენტად თბილისის მერი, ლახა კალაძე აირჩიეს. ინფორმაცია ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

ღონისძიება ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა გახსნა.

ეროვნულ ასამბლეაზე წარმოდგენილმა დელეგატებმა, ახლადარჩეულმა მერებმა და საკრებულოს წევრებმა საქართველოს ყველა თვითმმართველი ერთეულიდან, ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობის კანდიდატებად რეგიონიდან 2-2 კანდიდატი დაასახელეს და უმრავლესობით აირჩიეს კიდეც.

კალაძე ასოციაციას 3 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.