დაკავებულმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა

გვიან ღამით კიევში დაკავებული ოდესის ყოფილი გუბერნატორის ადვოკატი აცხადებს, რომ მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა შიშმილობა გამოაცხადა. ის ასევე შეეწინააღმდეგება ნებისმიერ მცდელობას იძულებითი კვების შესახებ, აცხადებს ჩერნოლუცკი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა ავრცელებს. ადვოკატის თქმით  თუ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას მისთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ, კიდევ უფრო მკაცრად გააგრძელებს შიმშილობას.

ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ მას მაღალი არტერიული წნევა დაუფიქსირდა და ამის გამო ექიმებმა მოინახულეს.

გასულ ღამეს მიხეილ სააკაშვილი  კიევში ერთ-ერთი მხარდამჭერის ბინიდან აიყვანეს.