საქართველოში უმეტესად ახლობლების მოსანახულებლად მოგზაურობენ

საქსტატის ცნობით, საქართველოში ადამიანები უმეტესად ნათესავებისა და მეგობრების მოსანახულებლად მოგზაურებენ.

მონაცემების მიხედვით, 2017 წლის მესამე კვარტალში ამ მიზნით შიდამოგზაურთა 45% გადაადგილდა, ხოლო 19%-მა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დასვენებისა და გართობის მიზნით იმოგზაურა, ხოლო 13%-ისთვის მოგზაურობის მიზანი შოპინგი იყო.

ამასთან, შიდატურისტების 21% თბილისში მოგზაურობს, 16.5% იმერეთში, 15.9% კახეთში, ხოლო 8.4% სამეგრელო-ზემო სვანეთში.