ზაფხულის XXXI ოლიმპიადა თბილისის დროით 6 აგვისტოს გაიხსნება

5 აგვისტოს რიო დე ჟანეიროში, საღამოს 20:00 საათზე (თბილისის დროით 6 აგვისტო 03:00 საათი) სტადიონ „მარაკანაზე” ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნება. ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრება. რიო დე ჟანეიროში ჩავიდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, რომელიც ასევე დაესწრება გახსნის ცერემონიას და ქართველ ოლიმპიელებს გაამხნევებს. რიოში ჩავიდნენ მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერიხაბელოვი.

   ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 40სპორტსმენით  წარდგება სპორტის 13 სახეობაში, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სარეკორდო ციფრია. ქართველი ოლიმპიელები სპორტის 13 სახეობაში მიიღებენ მონაწილეობას: ძიუდო (8 სპორტსმენი), თავისუფალი ჭიდაობა (6), ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (5), მძლეოსნობა (5), ძალოსნობა (4), მშვილდოსნობა (3), ტყვიისსროლა (2), ცურვა (2), ბატუტზეხტომა (1), მხატვრულიტანვარჯიში (1), ფარიკაობა (1), ჩოგბურთი (1), კანოე (1).

ქართველ ოლიმპიელთა შორის 2 ოლიმპიური ჩემპიონია (ნინო სალუქვაძე 1988, ლაშა შავდათუაშვილი 2012) 2 ოლიმპიური პრიზიორი, 4 მსოფლიოს ჩემპიონი, 19 ევროპის ჩემპიონი და პრიზიორი. ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის გამოცდილება აქვს 12 სპორტსმენს. მერვე ოლიმპიადაზე გამოვა ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე, მეოთხე ოლიმპიადაზე – მშვილდოსანი ხათუნა ნარიმანიძე, მესამეზე – ბატუტზე მხტომელი ლიუბა გოლოვინა და მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა. ჩვენს დელეგაციაში ოლიმპიური თამაშების ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეა ნინო სალუქვაძის შვილი, 18 წლის ტყვიის მსროლელი ცოტნე მაჭავარიანი. ოლიმპიური თამაშების ისტორიაში  პირველი შემთხვევაა, როდესაც სპორტსმენის სტატუსით მონაწილეობს დედა და შვილი. საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშე ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი იქნება.

2

5 აგვისტოდან ოლმპიურ თამაშებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი გადასცემს.ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე პირველ გამოსვლებს 5 აგვისტოდან დაიწყებენ, როდესაც საკვალიფიკაციო გასროლა ექნებათ მშვილდოსნებს ინდივიდუალურ ჩათვლაში ხათუნა ნარიმანიძეს, ქრისტინე ესებუას და  იულია ლობჟანიძეს, 6 აგვისტოს იასპარეზებენ ძიუდოში ამირან პაპინაშვილი, ტყვიის სროლაში ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი, ხოლო ცურვაში ირაკლი რევიშვილი

კომენტარის დატოვება