ლონდონში ზოოპარკი იწვის

 

70 სახანძრო მანქანა ლონდონში ზოოპარკში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობს. აქლემების ვოლიერში გაჩენილმა ცეცხლმა ახლომდებარე კაფე და ლონდონის სუვენირების მაღაზიის შენობაც მოიცვა.

ზოოპარკის წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ ცხოველები ხანძრის უშუალო სიახლოვეს იმყოფებიან, თუმცა არიან თუ არა  უსაფრთხოდ, ხელმძღვანელობა კომენტარისგან თავს იკავებს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია.