უკრაინაში შობა ოფიციალურად აღინიშნა

უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერის განცხადებით, დღეს უკრაინაში შობა ოფიციალურად აღინიშნა.  25 დეკემბრის სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადების იდეა პეტრო პოროშენკოს გუნდის წევრებს ეკუთვნით. მისივე თქმით, პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 29 ნოემბერს ხელი მოაწერა კანონს, რომელიც 25 დეკემბერს უქმედ აცხადებს.

აქამდე უკრაინაში შობას მხოლოდ 7 იანვარს აღნიშნავდნენ. უკრაინაში კათოლიკეების რაოდენობა, რომლებიც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ, 4-5 მილიონს აღწევს.