რატომ ინარჩუნებენ ასეთი ტიპის “ინიციატივების” ავტორები წამყვან პოსტებს? ეს ღალატია!

სოსო მანჯავიძის და ზვიად ტომარაძის გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა.

https://www.facebook.com/ztomaradze/videos/10214596509807323/?q=zviad%20tomaradze

ვიდეოს ნახვის და კომენტარების წაკითხვის შემდეგ ჩვენ სოსო მანჯავიძეს დავუკავშირდით.

-კომენტარებშიც ჩანს, რომ საზოგადოებას ძალიან აღელვებს ეს საკითხი, თუმცა ეეჭვებათ მხოლოდ სოციალურ ქსელში აქტიურობამ რაიმე შედეგი გამოიღოს, თქვენ როგორ გგონიათ?

-ვერ გავა ეს კანონი სწორედ იმიტომ, რომ ასეთი მძაფრი რეაქციაა საზოგადოებაში. სოციალურ ქსელსაც ადევნებენ თვალს და ისედაც იციან უკვე ხალხის განწყობა. პატრიარქსაც შევხვდით და მეუფე შიოსაც. რა თქმა უნდა ამ კანონის ასეთი სახით მიღების წინააღმდეგნი არიან.

სხვა რამეზე უნდა დავფიქრდეთ,როგორ ხდება შესაძლებელი ასეთი ტიპის ინიციატივების შემოტანა პარლამენტში?

რატომ ინარჩუნებენ ასეთი ტიპის “ინიციატივების” ავტორები წამყვან პოსტებს?

რატომ არის ჩვენი საზოგადოება ასეთი გულმავიწყი?

როდესაც ადამიანი ღიად აზინებს საერთო ინტერესებს პირადი გამორჩენისა თუ თავის გადარჩენის მიზნით,საზოგადოება მას უნდა სჯიდეს ამა თუ იმ ფორმით რადგან – ეს ღალატია!

 

შეგახსენებთ, რომ დღეს მიმართვა გააკეთა ზვიად ტომარაძემ და ამ კანონპროექტის ინიციატორები დაასახელა.

იხ.

https://www.gmtv.ge/35910-2/