ვინ გადაიხდის ავტომობილებზე ქონების გადასახადს?..

2018 წლიდან სიახლე ელით ავტომობილების მფლობელებს, კერძოდ, ამ წლიდან ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა დაიწყება.

გადასახადის გადახდის ვალდებულება 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს შეეხება, რომელთაც ქონების დეკლარირება 2017 წლის შემოსავლების მიხედვით 2018 წლის 1 ნოემბრამდე მოუწევთ.

გადასახადის წლიური განაკვეთი, გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით არის დიფერენცირებული.

კერძოდ, 40 ათასიდან 100 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის ავტომობილის ღირებულების არანაკლებ 0.05% და არა უმეტესს 0.2% იქნება გადასახდელი, ხოლო 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის ავტომობილის ღირებულების არანაკლებ 0.8% და არა უმეტეს 1%