1992 წელი. 6 იანვარი – გამსახურდიამ უზენაესი საბჭოს შენობა დატოვა….

არც თუ ისე შორეული ლანდები…

1992 წელი. 6 იანვარი – საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ გათენებისას უზენაესი საბჭოს შენობა დატოვა.

როდესაც ყოფილი პრეზიდენტის კოლონა მეტეხის ხიდზე გადადიოდა, გამსახურდიას მანქანა გაატარეს, ხოლო ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს.

1992 წლის 7 იანვარს შეიარაღებული ოპოზიცია უზენაესი საბჭოს შენობაში შევიდა და გამსახურდიაზე გამარჯვება იზეიმა. სწორედ ამ დღეს დამთავრდა თბილისის ომი – ყველაზე სამარცხვინო ძმათამკვლელი ომი საქართველოს ისტორიაში.

მას შემდეგ 26 წელი გავიდა…