ეკონომიკის სამინისტრო არ ეთანხმება „მაგთიკომის“ არგუმენტებს

კომპანია მაგთიკომმა ინტერნეტის გაძვირების მიზეზებ განმარტა.

იხ.

https://www.gmtv.ge/36216-2/

კომპანიის განცხადებას უკვე გამოეხმაურა ეკონომიკის სამინისტრო და განაცხადა, რომ არ ეთანხმება „მაგთიკომის“ მიერ მოტანილ არგუმენტებს.

– სამინისტრო არ ეთანხმება კომპანია „მაგთიკომის“ მიერ მოტანილ არგუმენტებს კომპანიის მიერ მობილური ინტერნეტის საცალო ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ კომპანიის განცხადებაში მოყვანილი მიზეზები შესაძლებელია არ ასახავდეს მობილური ინტერნეტის ტარიფების გაძვირების რეალურ მიზეზებს.

შპს „მაგთიკომის“ განცხადებაში მოყვანილ მიზეზებთან დაკავშირებით სამინისტრომ უკვე მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და გამოითხოვა ინფორმაცია თუ რა წილი უკავია კომპანიის მიერ დასახელებულ მიზეზებს ტარიფების ზრდაში“-აცხადებენ უწყებაში.