ან პური გაძვირდება ან მისი წონა შემცირდება…

მიუხედავად იმისა, რომ პურის შესაძლო გაძვირებას პურის მწარმოებელი დიდი კომპანიები არ ადასტურებენ, ლოგიკურად თუ მივყვებით, ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე ტარიფების მატება შესაძლოა მალე პურპროდუქტების ფასზეც აისახება. ჯერჯერობით უცნობია ზუსტად რამდენით მოიმატებს პური, თუმცა ვარაუდობენ, რომ მოსახლეობას პურში 5-10 თეთრით მეტის გადახდა მოუწევს.

მცირე საცხობებში ამბობენ, რომ დენსა და გაზზე ტარიფის გაზრდას თან დაერთო გაძვირებული ფქვილიც. ამიტომ პურზე ფასის მატება გარდაუვალია.

პურპროდუქტების ასოციაციის გაერთიანების პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ ან პური გაძვირდება ან მეწარმეები იძულებულები იქნებიან მისი წონა შეამცირონ.

ამ ინფორმაციას .