თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა

პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი ამ დილით წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ინფორმაცია ოჯახის ახლობლებმა დაგვიდასტურეს.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუსის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა.