ერდოღანი სირიაში საომარი მოქმედებების დაწყებით იმუქრება

телеканал NTV.-ის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტი სირიაში საომარი მოქმედებების დაწყებით იმუქრება. ერდოღანის განცხადებით თურქეთის არმიას შეუძლია ერთი კვირის განმავლობაში დაიწყოს საომარი მოქმედებები ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კერძოდ მანბიჯის და აფრინის რეგიონში. მისი თქმით ეს გარდაუვალი იქნება თუ სირიელი ქურთები მათ მოთხოვნებს არ შეასრულებენ.

ანკარამ არაერთხელ განაცხადა, რომ ვაშინგტონი სირიელ ქურთებს სამხედრო მხარდაჭერას უწევს, ამ უკანასკნელს კი თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

უფრო ადრე კი თურქეთმა განაცხადა, რომ შესაძლო საომარ მოქმედებას რუსეთთან შეათანხმებს.