სიცოცხლისათვის საშიში დაავადება – ექიმი გვირჩევს-ეს უნდა იცოდეთ!

ექიმის რჩევები

მოამზადა

მაია ცომაიამ

მთელს მსოფლიოში საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები (ოსტეოპოროზი, ოსტეოქონდროზი, მალთაშუა დისკის თიაქარი,ოსტეოართრითი და სხვა) სტატისტიკური მონაცემებით  ყველაზე  გავრცელებულია.

ცნობილია,  რომ კავკასიელ ქალებში ოსტეოპოროზი განსაკუთრებით არის გავრცელებული. ოსტეოპოროზთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა მისი ნაადრევი დიაგნოსტიკა

გვესაუბრება ექიმი- რევმატოლოგი, პროფესორი თამარ ჩილინგარიშვილი

  • ქ-ნო თამარ, დღეს ვისაუბროთ  ოსტეოპოროზზე, შემდეგში კი მკითხველს მივცეთ რჩევები მკურნალობის იმ მეთოდებზე, რომელიც დანერგილია და შედეგიანია თანამედროვე  მსოფლიო მედიცინაში, ისეთი გავრცელებული დაავადების დროს, როგორიცაა ოსტექონდროზი, ართრითი, მალთაშუა დისკის თიაქარი და სხვა …

ოსტეოპოროზი  მიეკუთვნება სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებებს, რომელიც  გავრცელების სიხშირით, ინვალიდიზაციით და ლეტალობით ხასიათდება და ამიტომ მასთან ბრძოლა სოციალურ მნიშვნელობას იძენს, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში.

ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა გამოავლინა, რომ 50 წლის ზემოთ ქალების 40%-სა და მამაკაცების 13%-ს აღენიშნება ოსტეოპოროზული მოტეხილობის 1 შემთხვევა მაინც. ხერხემლის ოსტეოპოროზულ მოტეხილობათა სიხშირე 50 წლისა და უფროსი ასაკის პირებში შეადგენს ქალებში 12,7%, მამაკაცებში 10,3%, ხოლო ბარძაყის პროქსიმალური ნაწილის მოტეხილობის შემდეგ, ლეტალობის მაჩვენებელი 12%-დან 40%-მდე მერყეობს.მენოპაუზის პერიოდში ქალების ძვლოვნი მასის დაკარგვამ შეიძლება 4-5% შეადგინოს წელიწადში.

სტატისტიკის მიხედვით 50 წლის ქალისათვის ძვლოვანი მასის დაქვეითებასთან დაკავშირებული სხვადასხვა მოტეხილობის ალბათობა სიცოცხლის დარჩენილი წლების განმავლობაში 40%-ის ტოლია. ცნობილია, რომ კავკასიელ ქალებში ოსტეოპოროზი განსაკუთრებით არის გავრცელებული. ოსტეოპოროზთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა, მისი ნაადრევი დიაგნოსტიკა რისკ ჯგუფებში დენსიტომეტრიული კვლევა და შემდეგ მონიტორინგთან ერთად მეორადი პრევენცია ან მკურნალობა.

მკურნალობისათვის მოწოდებულია მრავალი პრეპარატი, მათ შორის ოქროს სტანდარტად აღიარებული ბიფოსფონატები, საკმაოდ ძვირია, მოითხოვს ხანგრძლივ მკურნალობას კალციუმის პრეპარატებთან ერთად, რისი საშუალებაც საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ გააჩნია და ამავე დროს ახასიათებს გვერდითი მოვლენები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება, ინდივიდუალური აუტანლობა და სხვ. ცნობილია ფიზიკური ფაქტორების დადებითი გავლენა რეპარაციული ოსტეოგენეზის პროცესებზე.  მუდმივი და იმპულსური დენების, სხვადასხვა სიხშირის მაგნიტური ველების,  ულტრაიისფერი სხივების გამოყენება, ფტორის და კალციუმის ორგანიზმში ელექტროფორეზის სახით შეყვანა- ააქტიურებს ოსტეოგენეზს, აძლიერებს მეტაბოლიზმს,  ხელს უწყობს რა ძვლის მინერალიზაციის მომატებას და მოტეხილობის რისკის შემცირებას.

ამ ფაქტორების გამოყენება წელიწადში 1 ან 2 კურსის სახით (კურსზე 10-15 პროცედურა) განსაკუთრებით ეფექტურია მეორადი პრევენციის მიზნით ოსტეოპენიის დროს, რაც გაცილებით   უფრო იაფი ჯდება ვიდრე უკვე ჩამოყალიბებული ოსტეოპოროზის მკურნალობა, თუმცა ფიზიკური და საკურორტო ფაქტორებით  ოსტეოპოროზის მკურნალობა მედიკამენტებთან შედარებით მაინც უფრო იაფია და ამ დროს მოტეხილობის თავიდან აცილების უფრო დიდი ალბათობაა (ადგილობრივი ზემოქმედების შესაძლებლობის გამო). ამავე დროს  მათ არ ახასიათებთ გვერდითი მოვლენები, ადვილია ინდივიდუალური დოზირება და შესაძლებელია მათი როგორც ზოგადი, ისე ლოკალური გამოყენება პათოლოგიურ არეებში.