ქუთაისში 3 წელია დედა დაკარგულ შვილს ეძებს – შშს-ს ინფორმაცია არ აქვს

დედის ერთადერთი თხოვნა გავავრცელოთ ინფორმაცია დავით დოგრაშვილის შესახებ

ახალგაზრდა მამაკაცი სახლიდან 2015 წლის 31 იანვარს დილის 9 საათზე გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა, მას შემდეგ სამი წელი გავიდა!..

35 წლის დავით დოგრაშვილს დედა (მანანა) რიმა ცერცვაძე ბოლო სამი წელია უშედეგოდ ეძებს, უგზოუკვლოდ დაკარგული დოგრაშვილის შესახებ ინფორმაციას ფლობს ძალოვანი უწყებაც, ქუთაისის მე- 4 განყოფილებაში აცხადებენ, რომ დოგრაშვილის შესახებ ჯერ-ჯერობით ინფორმაცია ვერ მოიპოვეს.

შესაბამისად არ არსებობს ვერსიაც, თუ სად შეიძლება იმყოფებოდეს ახალგაზრდა. დაკარგული 1982 წლის 21 თებერვალს არის დაბადებული, ტანთ ეცვა შავი ფერის სპორტული შარვალი და პიჯაკი, დედის ინფორამციით, დაკარგულს მარცხენა წარბზე ნაიარევი აღენიშნება, რაც ბავშვობაში მიღებული ტრამვის შემდეგ დარჩა.

დოგრაშვილს აქვს მიღებული უმაღლესი განათლება.

სხეულის აღნაგობა : ცისფერი თვალები, დაახლოებით 70 კილომდე.

დაკარგულის დედა საზოგადოებას მიმართავს:

-თუ ფლობთ ინფორმაციას ჩემი შვილის შესახებ, ან იცნობთ, დაგინახავთ, შეგიმჩნევიათ და იცით მისი ადგილსამყოფელი, გთხოვთ დაგვიკავშირდე:

555 18 15 20

  დ. ცხვარაძე