რატომ გაჩერდნენ მატარებლები რიკოთზე და რა მდგომარეობაა ამ წუთებში…

ამ წუთებში ბათუმი-თბილისის მატარებლის მგზავრები სოციალურ ქსელში წერენ:

-ბათუმიდან თბილისისკენ მიმავალი მატარებელი რიკოთზე გაჩერდა… მიზეზი დაუდგენელია… უკვე ნახევარი საათია ვდგავართ და ჯერ უცნობია კიდევ რამდენი ხანი მოგვიწევს ლოდინი…
როგორც გამცილებლები ამბობენ დენი არ არის. ერთ-ერთი სავარაუდო ვერსიით ბიძინას კიდევ ერთი ხე გადააქვს…“

მატარებლის გაჩერების სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ჩვენ რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს დაჩი ცაგურიას დავუკავშირდით და მატარებლის გაჩერების რეალური მიზეზი ვკითხეთ.

-„ძაბვის ვარდნის გამო იყო შეფერხება დაახლოებით 35 წუთი. ახლა უკვე ყველაფერი რიგზეა და მატარებელიც თბილისისკენ მოდის.

-ამ წუთებში მგზავრები ამბობენ, რომ მატარებელი ისევ შეფერხებით მოდის და გზადაგზა ჩერდება.

-ძაბვის უქონლობის გამო დაგროვდა მატარებლები, ლიანდაგი კი ერთია, მაგრამ ამ დროისთვის უკვე ყველაფერი მოგვარებულია და მატარებელი ისე ჩამოვა თბილისში აღარ შეფერხდება.  ტექნიკური საკითხები იყო, კიდევ გიმეორებთ, უკვე მოგვარებულია.

ჩვენ კიდევ ერთხელ დავუკავშირდით მგზავრებს,  მათაც დაადასტურეს ინფორმაცია, რომ მატარებელი ადგილიდან დაიძრა, თუმცა დასძინეს, რომ გზადაგზა მაინც შეფერხებებია და ნელა მოძრაობენ.