“გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი!..” – მოქალაქეები მერთან შეხვედრას მოითხოვენ

თბილისში, ფურცელაძის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეები შიშობენ, რომ თაბუკაშვილისა და ფურცელაძის კუთხის N14-თან სახლთან სამუშაოების განახლება შენობის სერიოზულ დაზიანებას გამოიწვევს. ადგილობრივები მოითხოვენ ქალაქის მერი დაინტერესდეს ამ პრობლემით და მოითხოვენ კახა კალაძესთან შეხვედრას.

მოსახლეობის სახელით განცხადება გაავრცელა და ქალაქის მერს საჯაროდ მიმართა უფლებადამცველმა გიორგი თევზაძემ, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხოვრობს და საკუთარი თვალით ხედავს არსებულ პრობლემას.

გიორგი თევზაძემ მოქალაქეების განცხადება მოგვაწოდა.

თაბუკაშვილისა და ფურცელაძის კუთხის სახლთან N14-თან ქალაქის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა ისევ გაანახლეს გზის თხრა, რამაც შეიძლება ფურცელაძის ქ N 14 სახლის ისეთი დაზიანება გამოიწვიოს რომ მცირე მიწისძვრის შედეგად შეიძლება სახლი ჩამონგრევაც კი გამოიწვიოს და დადგეს ტრაგიკული შედეგი, მერე სინანული და კომისიების შექმნა ამას ვეღარ უშველის… რადგანაც ამ სახლის კედლებს ბზარი გაუჩნდა მაშინ როცა 2017 ნოემბემბრის თვეში მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის მიერ დაქირავებულმა კომპანიის დაუგეგმავმა ჩატარებულმა სამუშაოებმა განახორციელეს ქუჩის სიგრძეზე საცხოვრებელის სახლის ფუნდამენტთან ახლოს გზის თხრა და სიღრმეზე მიწის ამოღება ისე რომ არ აწარმოეს გამაგრებითი სამუშაოების განხორციელება რამაზ დაბზარა საცხოვრებელი სახლების კედლები, ხალხს კარებები არ ეკეტებოდა და სახლი ავარიული მდგომარეობაში ჩააყენა რაზეც გამოვაქვეყნეთ ქვემოთ მოცემული ფაქტობრივი მასალა მოვიდა ქალაქის მერი ბატონი კახა კალაძე მოსახლეობას დაპირდა, რომ აუცილეებლად ჩატარდებოიდა ფუნდამენტის გამაგრებითი სამუშაოები მაგრამ ამის მაგივრად 2018 წლის 28 მარტს ისევ ანალოგიურად გაანახლეს სამუშაოები აღნიშნულ ქუჩაზე ასევე მიწის ამოღებასთან ერთად ვერ ვხედავთ გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობდეს რომ კიდევ უფრო მეტად არ დაზიანდეს ისედაც დაზიანებულ სახლის ფუნდამენტს

ამიტომაც მოსახლეობას გვიჩნდება საფუძვლიანი ვარაუდი რომ ამ ადგილით როგორც სჩანს ვიღაც შეიძლება იყოს დაინტერესებული….ხოლო ვისთვის და რატომ აწარმოებენ ამ სახის სამუშაოებს მოსახლეობისათვიოს უცნობია,.. მივმართავთ ქალაქის მერს ფურცელაძის ქN14 ჩაუტაროს ფუნდამმენტის გამაგრებითი სამუშაოები რამეთუ მათ მიერ ნაწარმოებმა სამუშაოებმა დააზიანა სახლის ფუნდამენტი და კედლები გაჩენილი აქვს ბზარები, ასევე კონტროლი გაეწიოს ამჟამად მიმდინარე სამუშაოებს რათა სამუშაოებთან ერთად პარალელურ რეიმში მიმდინარეობდეს გამაგრებითი სამუშაოები რათა არ მოხდეს კიდევ უფრო მეტად სახლის ფუნდამენტის დაზიანება, შესაძლებელია სახლის სავალალო მდგომარეობაში აღმოჩენა“-ნათქვამია განცხადებაში.