მოსკოვის საპასუხო სვლა

მოსკოვი აშშ-დან 60 დიპლომატის გაძევებას და სიეტლში რუსეთის საკონსულოს დახურვას პასუხობს და ლავროვის განცხადებით, რუსეთი 60 ამერიკელ დიპლომატს გააძევებს და სანქტ-პეტერბურგში ამერიკის შეერთებული შტატების გენერალურ საკონსულოს დახურავს.

ამ დროისთვის, რუსი დიპლომატები 30-მდე სახელმწიფომ გააძევა, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ავსტრალიამ, ევროკავშირის ქვეყნებმა, მოლოდვამ და უკრაინამ. ვაშინგტონის გადაწყვეტილებით, აშშ-ის 60 რუსი დიპლომატი დატოვებს, სიეტლში კი რუსეთის საკონსულო დაიხურება.