ქართველების მორიგი გამარჯვება – 4 ოქროს მედალი და აღმართული 4 ქართული დროშა

ზურა ხვიჩია 

წარმატებულია თბილისის გრამპრი ქართველი ძიუდოისტებისთვის 30 და 31 მარტს ბრწყინვალე შედეგი დადეს ქართველმა მოჭიდავეებმა , საერთო ჯამში ჩვენ ავიღეთ 4 ოქროს მედალი , 2ვერცხლის და 4 ბრინჯაო, რითაც საქარტველო არაოფიციალურ გუნდურ ცათვლაში საქართველო პირველ ადგილზეა მედლების რაოდენობით.

30 მარტს 60 კ.გ კატეგორიაში ლაშა ცადუნელმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა , რომელმაც აზერბაიჯანელი მეტოქე დაამარცა.

ქართულ რუსული შეხვედრა გაიმართა ასევე 60 კ.გ კატეგორიაში  სადაც თემურ ნოზაძემ იპონით დაამარცხა თავის მეტოქე მონგუში და ბრინჯაოს მედლი მოიპოვა.

ამ წონით კატეგორიის ფინალში კი ორი ქართველი ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი და ამირან პაპინაშვილი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს სადაც ჩხვიმიანმა გაიმარჯვა და ოქროს მედალს დაეუფლა.

აღსანიშნავია , ამ კატეგორიაში კვარცხლბეკზე ოთხი ქართველი ძიუდოისტი იდგა და ოთხი ქართული დროშა აღიმართა.

რაც შეეხება 66 კ.გ წონით კატეგორიას ოქროს მედალი მიპოვა ვაჟა მარგველაშვილმა , რომელიც ბრაზილიელ კარგინს დაუპირისპირდა.

რაც შეეხება 31 მარტს , ორი წონით კატეგორიაში გაიმართა შეჯიბრი .

73 კ.გ ფინალურ ბლოკში ორი ქართველი დაუპირისპირდა სადაც ფრიდონ გიგანი ლაშა შავდათუაშვილმა დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა .

რაც შეეხება ქალებს

17 წლის მარიამ ჭანტურიამ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 70 კ.გ კატეგორიაში , სადაც მან გერმანელი მეტოქე დაამარცხა.

ასევე ორი ქართველი დაუპირისპირდა 81 კ.გ წონით  კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის სადაც კობა მჭედლიშვილი ნუგზარ ტატალაშვილმა დაამარცხა.

რაც შეეხება ფინალს აქაც ქართველთა დუელი შედგა , სადაც თამაზ კირაკოზაშვილმა პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ავთანდილ აგუტიძე დაამარცხა და საქართველოს მეოთხე ოქროს მედალი მოუპოვა .

საქართველოს გრამპრის მესამე ეტაპი 1 აპრილს ორი წონით კატეგორიაში გაიმართება სადაც რვა ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.