საბავშვო ბაღები პრემიერის ობიექტივში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში ახალი საბავშვო ბაღების აშენებასა და უკვე არსებულის რეაბილიტაციაზე.

-აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 99 საბავშვო ბაღს, რომელთა ღირებულებამაც შეადგინა 4 800 000 ლარი, რეაბილიტირებული ბაღები აღიჭურვა ახალი ინვენტარითა და შესაბამისი ტექნიკით.

11 განახლებული საბავშვო ბაღი გაიხსნა ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მათ შორის, ქალაქვალეში, ქალაქ ვალეს მეორე შახტის დასახლებაში, სოფლებში: ურაველი, კლდე, პატარა პამაჯი, მინაძე,წყალთბილა, წნისი, საძელი, წინუბანი, ანდრიაწმინდა.

ახალი ბაღები აშენდა ასევე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო სოფელ კარწახში; ბორჯომისმუნიციპალიტეტის სოფელ ვარდგინეთში; ადიგენის მუნიციპალიტეტში – დაბა ადიგენსა და სოფლებში ზარზმა, ლელოვანი, უდე, ბოლაჯური.

კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა დაბა ასპინძის N1 და N2 საბავშვო ბაღებს, რომლითაც 600-მდე აღსაზრდელი სარგებლობს-განაცხადა პრემიერმა.