“დღეს, საქართველოში კიდევ ერთი დემოკრატიული ინსტიტუტის გარდაცვალება დადასტურდა!”

სახალხო დამცველის მიერ, მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად იზაბელა ოსიპოვას დასახელებას ია მამალაძე ეხმიანება და წერს:

-ოპტიმისტებისთვის, ვისაც ჩემი ჩათვლით, გჯეროდათ, რომ “საქართველო როდესმე გაბრწყინდებოდა“, სამწუხარო ამბავი მაქვს! დღეს, საქართველოში კიდევ ერთი დემოკრატიული ინსტიტუტის გარდაცვალება დადასტურდა – სახალხო დამცველმა უარი თქვა საპარლამენტო კომისიის, პარლამენტის უმრავლესობის პროგრესული ნაწილის, საპარლამენტო ოპოზიციის, მესამე სექტორის, მედიაორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეფასებებზე და საბოლოოდ დაასამარა იდეა საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობის პერსპექტივაზე! წინასწარ ნაბრძანები კანდიდატის დასახელებით, რის შესახებაც ყველა საუბრობდა, და ინტერესთა კონფლიქტიც სახეზეა, რადგან მისი თანამშრომელია და ჯამაგირს ეროვნული უმცირესობების დაცვისთვის აძლევს საქართველოს სახელმწიფო, მან უარი თქვა (გონივრული ეჭვია, ათქმევინეს!) შანსზე, ყოფილიყო სახალხო დამცველი და არა მესაფლავე! დღეიდან, ვასოგადოებრივი ტელევიზიის არსებობის აზრი არის – 0!”

შეგახსენებთ, ია მამალაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის ყოფილი კანდიდატია.