29 წლის წინ, 1989 წლის 4 აპრილს თბილისში, მთავრობის სახლის წინ მშვიდობიანი აქციები დაიწყო

ზუსტად 29 წლის წინ, 1989 წლის 4 აპრილს თბილისში, მთავრობის სახლის წინ სეპარატიზმისა და მოსკოვის ანტიქართული პოლიტიკის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციები   დაიწყო.

ოთხშივე აქციის მონაწილეებმა პროტეტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და შიმშილობა დაიწყეს.

5 აპრილს აქციის მონაწილეთა რიცხვი გაიზარდა. 6 აპრილს თბილისს რეგიონებიც შემოუერთდა. საპროტესტო ტალღა მთელ საქართველოს მოედო. 9 აპრილს, 11 საათზე, თბილისში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ამის შესახებ ცნობა მოსახლეობამ 22 საათსა და 15 წუთზე მიიღო. ქალაქის სამხედრო კომენდანტად დაინიშნა საბჭოთა არმიის გენერალი იგორ როდიონოვი. სწორედ ის იყო 9 აპრილის სადამსჯელო ოპერაციის ხელმძღვანელი.

4 აპრილს დაწყებული მშვიდობიანი აქცია 9 აპრილს, გამთენიისას, რუსულმა არმიამ დაარბია და ახალგაზრდა გოგო-ბიჭები ნიჩბით აჩეხა.

აქციის დარბევისას საბჭოთა ჯარმა გამოიყენა მომწამვლავი ქიმიური საშუალებები, ცეცხლსასროლი იარაღი, სასანგრე ბარები, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები.