„გოგონამ სარეცხი ფხვნილის დანახვაზე იტირა…არა უთო, არა ტელევიზორი…დროა, მთავრობამ გამოიღვიძოს!“

არასამთავრობო ორგანიზაცია „დიადი იმედების ათასწლეული“ სააღდგომოდ დევნილთა დასახლებებს ესტუმრა და სააღდგომო საჩუქრები მიუტანა. როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე ნანა ხომასურიძე ამბობს, ეს ადამიანები უკიდურეს პირობებში უკვე წლებია ცხოვრობენ და მათ ყურადღება სჭირდებათ.

ნანა ხომასურიძე ორგანიზაციის ახალგაზრდა წევრებთან ერთად უკვე წლებია ქველმოქმედებას ეწევა და არც ეს არის პირველი სტუმრობა შეჭირვებულ ოჯახებთან. დღეს ისინი დევნილებს აფრიკის დასახლებაში, დიდუბეში და მუშტაეთთან ესტუმრნენ.

-წლებია არა მარტო დღესასწაულებზე, არამედ ისე დღეებშიც ასეთ ოჯახებში დავდივართ. ვცდილობთ ამ ადამიანებს მარტოობა და უყურადღებობა არ ვაგრძნობინოთ, ვცდილობთ ჩვენი სახსრებით სხვადასხვა პრობლემების მოგვარებაში დავეხმაროთ, მაგრამ უკვე იმდენად გაიზარდა ასეთი ოჯახების რიცხვი, უკვე იმდენად გული აქვთ ამ ადამიანებს ნატკენი, რომ დროა ხმამაღლა განვაცხადოთ და მივმართოთ შესაბამის სამსახურებს და ხელისუფლებას-დადგა დრო, უფრო ყურადღებით მოუსმინოთ ხალხს!

რომ იცოდეთ რა ვნახე-არა ტელეფონი, არა მაცივარი, არა უთო, სხვა საგნებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. არავისთვის არ არის საინტერესო ჩვენ რა მივიტანეთ და რა ვისაუბრეთ, გთხოვთ-ეს ფოტოები ანახეთ ფართო საზოგადოებას, იქნებ მთავრობის ზოგიერთმა წევრმა სინდისის ქეჯნა იგრძნოს, ანახეთ და მოუყევით მათზე ხალხს, იქნებ ვინმეს გაუჩნდეს დახმარების სურვილი, უბრალოდ მათთან დალაპარაკების და ნუგეშის მიცემის.

 

მე დღეს ვნახე უნიჭიერესი ახალგაზრდები, რომლებიც მაინც იბრძვიან და განაგრძნობენ ცხოვრებას, შეიძლება გაგიკვირდეთ და გოგონამ სარეცხი ფხვნილის დანახვაზე იტირა…ამის მერე მგონი უკვე სიტყვებიც კარგავს აზრს და მხოლოდ მინდა ატასჯერ გავიმეორო და ხმა მივაწვდინო ხელისუფლებას-დროა,ბატონებო, უფრო ყურადრებით მოუსმინოთ ხალხს! დროა, მთავრობამ გამოიღვიძოს!- ამბობს ნანა ხომასურიძე.